სოფო ქაცარავა -  ე.წ. ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიის მომზადება არც პროვოკაციაა და არც დესტრუქციული ქმედება
სოფო ქაცარავა -  ე.წ. ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიის მომზადება არც პროვოკაციაა და არც დესტრუქციული ქმედება

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის სოფო ქაცარავას განცხადებით, საქართველოს მთავრობის მიერ ე.წ. ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიის მომზადება არც პროვოკაცია არ არის და არც დესტრუქციული ქმედება.

ჟურნალისტებთან საუბარში სოფო ქაცარავა სიის თაობაზე საოკუპაციო რეჟიმის შეფასებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საქართველოს პოლიტიკა კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებას ეფუძნება, რაც ქართულ მხარეს არაერთხელ განუცხადებია.

“სიის შინაარსი და მიზანი ყველამ ძალიან კარგად იცის. პირებს, რომლებიც წლების მანძილზე დანაშაულს ჩადიოდნენ, პასუხი უნდა გაეცეთ. წარმოდგენილი სიაც ამ მიზანს ემსახურება. ოპოზიციის შეფასებები მოვისმინე და ვფიქრობ, რომ ამ საკითხს უფრო ადეკვატურად და რეალისტურად უნდა მივუდგეთ. სიის აღსრულება ისე უნდა განვახორციელოთ და ეს პროცესი ისე უნდა წარიმართოს, რომ მაქსიმალურად შედეგიანი იყოს”, – განაცხადა ქაცარავამ.

„ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შესახებ მთავრობის დადგენილების პროექტი პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ წარადგინა.  დადგენილების პროექტი მთავრობის სხდომაზე დაამტკიცეს, დოკუმენტი  პარლამენტს გადაეგზავნა. ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის აღსრულება იუსტიციისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებს დაევალა. „ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიაში“ 33 პირია შეყვანილი.

დატოვე კომენტარი