სოფო კილაძე - ვფიქრობ, პარლამენტმა მხარი უნდა დაუჭიროს ძალიან დიდ და მნიშვნელოვან პროცესს,  რომელიც  საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით მიმდინარეობს
სოფო კილაძე - ვფიქრობ, პარლამენტმა მხარი უნდა დაუჭიროს ძალიან დიდ და მნიშვნელოვან პროცესს,  რომელიც  საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით მიმდინარეობს

მხარდაჭერა მინდა გამოვუცხადო იმ ძალიან დიდ და კარგ პროცესს, რომელიც მიმდინარეობს საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით, კერძოდ, რეფორმირების პროცესს, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ პარლამენტში, „მაუწყებლობის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტზე მსჯელობისას განაცხადა.

მისი თქმით,  საკანონმდებლო ორგანომ მხარი უნდა დაუჭიროს ამ ძალიან დიდ და მნიშვნელოვან პროცესს, რომელიც უზრუნველყოფს სწორედ პლურალიზმის შენარჩუნებასა და განვითარებას, ობიექტური ინფორმაციის მიწოდებას საქართველოს საზოგადოებისათვის.

“რადგან ჩვენმა კოლეგებმა გამოთქვეს მოსაზრება შესყიდვებთან და კორუფციულ რისკებთან დაკავშირებით,  ხომ არ აჯობებდა პრინციპების დონეზე შეცვლის მაგივრად, გარკვეული მექანიზმები ჩაგვედო რისკების მინიმუმამდე დაყვანისთვის“,- აღნიშნა კილაძემ.

„მაუწყებლობის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტთან მიმართებაში პარლამენტის წევრთა მიერ დასმული კითხვები ძირითადად შესყიდვების ნაწილს, კომერციული რეკლამის დაშვებასა და სტარტაპების საკითხს შეეხო.