სოფო კილაძე - უცნაურია, როცა ოპოზიციამ პარლამენტის შენობის წინ კარვები დადგა და ადგილზე არავინ არის
სოფო კილაძე - უცნაურია, როცა ოპოზიციამ პარლამენტის შენობის წინ კარვები დადგა და ადგილზე არავინ არის

ცოტა უცნაურია, როცა გაერთიანებულმა ოპოზიციამ პარლამენტის შენობის წინ ამხელა კარვები დადგა და ადგილზე არავინ არ არის, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ განუცხადა.

მისი თქმით, ოპოზიცია დიდ დემონსტრაციას აანონსებდა, თუმცა საზოგადოება ამ დემონსტრაციას ვერ ხედავს.

„ეჭვი მაქვს, მათ ამ საქმეში მხარდამჭერები ჰყავდეთ. მათ უნდათ, მთავრობა გადადგეს. შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება აქვთ და მათი გადასაწყვეტია, ამ უფლებას როგორ გამოიყენებენ, მაგრამ ვშიშობ, რომ საზოგადოებაში მხარდამჭერები არ ჰყავთ იმ საქმეში, რასაც პარლამენტის დაშლა და მთავრობის გადაყენება ჰქვია”, – განაცხადა კილაძემ.