სოფო კილაძე - თითოეულ მოქალაქეს აქვს უფლება, გამოხატოს საკუთარი აზრი, თუმცა ეს არ უნდა იღებდეს ძალადობრივ ხასიათს
სოფო კილაძე - თითოეულ მოქალაქეს აქვს უფლება, გამოხატოს საკუთარი აზრი, თუმცა ეს არ უნდა იღებდეს ძალადობრივ ხასიათს

თითოეულ მოქალაქეს აქვს უფლება, გამოხატოს საკუთარი აზრი, თუმცა ეს არ უნდა იღებდეს ძალადობრივ ხასიათს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ 20 სექტემბერს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.

„თითოეულ მოქალაქეს აქვს უფლება, გამოხატოს კრიტიკული აზრი ხელისუფლების მიმართ საჯაროდ შეკრებისა და მანიფესტაციის ქვეშ, თუმცა ეს არ უნდა იღებდეს ძალადობრივ ხასიათს. ძალადობრივი ხასიათი ვნახეთ, როდესაც მოქალაქეების გულწრფელი პროტესტი ოპოზიციის ზოგიერთმა წევრმა იმისთვის გამოიყენა, რომ შტურმი მიეტანა პარლამენტზე. ვინც ჩაჯდება მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციის ფარგლებში, ყველა ამ ადამიანს ექნება გარანტირებული უფლება, საკუთარი აზრი საჯაროდ დააფიქსიროს“, – განაცხადა სოფო კილაძემ.

სამოქალაქო კამპანია „სირცხვილიას“ აქცია 20 სექტემბერს, 19:00 საათზეა დაგეგმილი.