სოფო კილაძე - სამწუხაროა იმის ყურება, როგორი ბულინგისა და შეტევის მსხვერპლია შალვა თადუმაძე
სოფო კილაძე - სამწუხაროა იმის ყურება, როგორი ბულინგისა და შეტევის მსხვერპლია შალვა თადუმაძე

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის შეფასებით, გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე ის პიროვნებაა, რომელიც თავისი მონაცემებით, პროფესიონალიზმითა და კეთილსინდისიერებით იმ დადგენილ კრიტერიუმებს შეესაბამება, რაც აუცილებელი იყო იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატურის წარსადგენად.

როგორც ჟურნალისტებს კილაძემ განუცხადა, შალვა თადუმაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობას შეესაბამება, თუმცა სამწუხაროა იმის ყურება, თუ როგორი ბულინგისა და შეტევის მსხვერპლია.

„ეს გამიზნულად ხდება, როგორც ხდება ხოლმე კვალიფიციური და კეთილსინდისიერი ადამიანების მიმართ“, – განაცხადა კილაძემ.

შალვა თადუმაძესთან გასაუბრება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დღეს გაიმართა.