სოფო კილაძე - როგორ შეიძლება, „ნაციონალური მოძრაობა“ პენიტენციურ სისტემაში დარღვევებზე „ქართულ ოცნებას“ ესაუბროს, როდესაც მათ მიერ ნაწამები ადამიანების ხმა ცამდე ადიოდა
სოფო კილაძე - როგორ შეიძლება, „ნაციონალური მოძრაობა“ პენიტენციურ სისტემაში დარღვევებზე „ქართულ ოცნებას“ ესაუბროს, როდესაც მათ მიერ ნაწამები ადამიანების ხმა ცამდე ადიოდა

ნამდვილად არ არის გასაკვირი დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ ამ დარბაზში რომ არ არის, რადგან მართალია შუბლზე ძარღვის გაწყვეტა და იმის დაბრალება „ქართული ოცნებისთვის“, რასაც თავად აკეთებდნენ, უცხო არ არის, ამის მიუხედავად მათთვის პრაგმატული იყოს დღეს აქ არმოსვლა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ განაცხადა.

„როგორ შეიძლება, „ნაციონალური მოძრაობა“ „ქართულ ოცნებასა“ და თეა წულუკიანს ელაპარაკოს პენიტენციურ სისტემაზე და პენიტენციურ სისტემაში არსებულ დარღვევებზე, როდესაც მათ მიერ ნაწამები ადამიანების ხმა ცამდე ადიოდა. არავინ არ იყო მაშინდელი სახელისუფლებო გუნდიდან, რომ ეს ხმა გაეგონა და რაიმე ნაბიჯი გადაედგა ამ ადამიანებისთვის. ამიტომ გვყავდა 2010 წელს 144 გარდაცვლილი პატიმარი, 2011 თუ 2012 წელს 140. ეს არის არასრული სტატისტიკა იმ ადამიანების, რომლებიც შეეწირნენ „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმს. ამიტომაც ვერ გაბედავდა დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ ვერც ერთმა წარმომადგენელმა აქ მოსვლას და ჩვენთვის, „ქართული ოცნებისთვის“ პენიტენციურ სისტემაში არსებული პრობლემების აქტუალიზება“, – განაცხადა სოფო კილაძემ.