სოფო კილაძე - რელიგიურმა კონფესიებმა რამდენიმე გამოწვევა დაასახელეს, მათ შორის ქონებრივი, დაფინანსებისა და განათლების საკითხები
სოფო კილაძე - რელიგიურმა კონფესიებმა რამდენიმე გამოწვევა დაასახელეს, მათ შორის ქონებრივი, დაფინანსებისა და განათლების საკითხები

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის ინფორმაციით, რელიგიის საკითხებზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის ფორმატში რელიგიური კონფესიების მხრიდან რამდენიმე გამოწვევა დასახელდა, რომელთა შორისაა ქონებრივი, დაფინანსებისა და განათლების საკითხები.

პირველი სამუშაო შეხვედრის დასრულების შემდეგ, სოფო კილაძემ აღნიშნა, რომ რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებთან შეხვედრები გაგრძელდება.

მისი თქმით, სამუშაო შეხვედრა რელიგიის თავისუფლების რეალიზების საკითხებზე შეიქმნა.

„სამუშაო ჯგუფის ფორმატში აზრის გამოთქმის საშუალება ყველას ჰქონდეს. კონფესიებმა გამოწვევები უნდა დააფიქსირონ, რათა რელიგიის თავისუფლება უზრუნველყოფილი იყოს. მოსაზრებები დაფიქსირდა, რაზეც ჯგუფის სხვა წევრებს იგივე მოსაზრება არ ჰქონდათ. იმედი მაქვს, ეს პროცესი კონსტრუქციული იქნება, რათა პრობლემების აღმოფხვრის მიმართულებით ვიმუშაოთ“, – განაცხადა სოფო კილაძემ.