სოფო გორგოძე - არსებობს სარეზერვო სივრცეები, სადაც ცხრა აბიტურიენტს, რომელსაც კონტაქტი ჰქონდათ კოვიდინფიცირებულთან, ექნებათ შესაძლებლობა, გამოცდებში მიიღონ მონაწილეობა
სოფო გორგოძე - არსებობს სარეზერვო სივრცეები, სადაც ცხრა აბიტურიენტს, რომელსაც კონტაქტი ჰქონდათ კოვიდინფიცირებულთან, ექნებათ შესაძლებლობა, გამოცდებში მიიღონ მონაწილეობა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი სოფო გორგოძე აცხადებს, რომ არსებობს სპეციალური სარეზერვო სივრცეები, სადაც იმ ცხრა აბიტურიენტს, რომელსაც კონტაქტი ჰქონდათ კოვიდინფიცირებულ აბიტურიენტთან, ექნებათ შესაძლებლობა, შემდგომ გამოცდებში მიიღონ მონაწილეობა.

როგორც სოფო გორგოძემ განაცხადა, ზედმიწევნით მოხდება ყველა იმ რეკომენდაციის დაცვა, რომელსაც სპეციალისტები გასცემენ.

„რაც შეეხება დღევანდელ შემთხვევას, ცხადია, ამისთვისაც ვიყავით მზად. სპეციალური სარეზერვო სივრცეები გვაქვს, რათ ეს დანარჩენი ცხრა აბიტურიენტი მაქსიმალური უსაფრთხოების დაცვით და რეკომენდაციების შესაბამისად განვათავსოთ სივრცეში. რაც შეეხება ნამუშევრების გასწორებას, ამ კუთხით, ისედაც ვაპირებდით, რომ ნაშრომებს რამდენიმედღიანი კარანტინი გაევლო. ამ კარანტინის შემდგომ ხელთათმანის, პირბადის, ფარის გამოყენებით დაამუშავებენ, დაასკანერებენ ჩვენი ოპერატორები ამ ნამუშევრებს, ამ კუთხითაც პრობლემა არ გვექნება“, – განაცხადა სოფო გორგოძემ.