სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო ოთხ თვეში ქვეყნიდან 2,780 ტონა ვაშლია ექსპორტირებული
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო ოთხ თვეში ქვეყნიდან 2,780 ტონა ვაშლია ექსპორტირებული

ოთხ თვეში ქვეყნიდან 2,780 ტონა ვაშლი გავიდა. გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, აგვისტოდან 21 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში, საქართველოდან 2,780 ტონა ვაშლის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 1.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული ვაშლის მოცულობა 2,184 ტონით (44%), ხოლო ღირებულება – 347 ათასი აშშ დოლარით (16%) შემცირდა.

„საანგარიშო პერიოდში, ვაშლის ექსპორტის მოცულობის შემცირების ფონზე, საექსპორტო ფასი 49%-ით გაიზარდა. 2021 წლის პირველი აგვისტოდან 21 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში, საქართველოდან ვაშლის ექსპორტი თითქმის სრულად რუსეთის ფედერაციაში განხორციელდა (2,775 ტონა), ხოლო 5 ტონა ვაშლის ექსპორტი განხორციელდა სომხეთში“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.