სოფიო სომხიშვილი და გელა ზაალიშვილი ზაგრების გრან პრის მეოთხედფინალში იჭიდავებენ [ვიდეო] #1TVSPORT
ხორვატიის დედაქალაქში მიმდინარე ზაგრების გრან პრის დასკვნით დღეს მედლების მოპოვებას ოთხი ქართველი ძიუდოისტი შეეცდება. ტურნირზე მძიმეწონოსნები გელა ზაალიშვილი და სოფიო სომხიშვილი მეოთხედფინალში იჭიდავებენ.
ბექა ღვინიაშვილი (90კგ) და ილია სულამანიძე (100კგ) მერვედფინალურ შეხვედრებს რამდენიმე წუთში ჩაატარებენ.
ზაალიშვილი ნახევარფინალში გასასვლელად ჩეხ კრპალეკს შეხვდება, სომხიშვილი კი ფრანგ ძიუდოისტს ფონტაინს დაუპირისპირდება.
შეჯიბრზე ორი დღის შემდეგ საქართველოს ნაკრების ანგარიშზე სამი მედალია. ტურნირზე ვერცხლისმედალოსანი ეთერ ლიპარტელიანი (57კგ) გახდა, ბრინჯაოს მედლები კი ახალგაზრდა გიორგი სარდალაშვილმა (60კგ) და ტატო გრიგალაშვილმა (81კგ) მოიპოვეს.
წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 12:00-ზე დაიწყო, ფინალური ბლოკი კი 19:00 საათზე გაიმართება.