სოფიო ქაცარავამ ირლანდიის პრეზიდენტს, მაიკლ ჰიგინსს რწმუნებათა სიგელები გადასცა

18:06, 29.07.2025

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, სოფიო ქაცარავამ ირლანდიის პრეზიდენტს, მაიკლ ჰიგინსს პრეზიდენტის სასახლეში რწმუნებათა სიგელები გადასცა.

რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიის შემდეგ პრეზიდენტსა და ელჩს შორის შეხვედრა გაიმართა.

საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის მეგობრულ ურთიერთობებსა და სამომავლო თანამშრომლობის განმტკიცების გზებს. მაიკლ ჰიგინსმა ელჩს წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

მსგავსი