სოფიო ქაცარავამ ბულგარეთის ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, ეკატერინა ზაჰარიევასთან შეხვედრა გამართა
სოფიო ქაცარავამ ბულგარეთის ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, ეკატერინა ზაჰარიევასთან შეხვედრა გამართა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაში – „ საქართველოს ევროპული გზა“ მონაწილეობს, რომელიც აღმოსავლეთპარტნიორობის დაფუძნების 10 წლისთავს ეძღვნება.

სოფიო ქაცარავა, მართლმსაჯულების რეფორმების საკითხებში ბულგარეთის ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრს, ეკატერინა ზაჰარიევას შეხვდა.

შეხვედრის მთავარი თემა იყო აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივა, მისი მნიშვნელობა, ბოლო 10 წლის განმავლობაში არსებული მიღწევები და სამომავლო გეგმები. ეკატერინე ზაჰარიევას განცხადებით, საქართველო არის ევროპის ნაწილი, რომელსაც ძალიან კარგი შედეგები აქვს.

შეხვედრაზე ასევე, განიხილეს საქართველო-ბულგარეთს შორის არსებული მჭიდრო პარტნიორული და მეგობრული ურთიერთობები.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკატერინე ზაჰარიევას საქართველოს ​მტკიცე მხარდაჭერისთვის ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე მადლობა გადაუხადა.