სოფიო ქაცარავა - სესიაზე რომ ვყოფილიყავი, აუცილებლად მივცემდი ხმას მელიასთვის მანდატის დროებით შეჩერებას
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა აცხადებს, რომ არ იმყოფება თბილისში, თუმცა დღევანდელ საპარლამენტო სესიაზე დასწრების შემთხვევაში, აუცილებლად მისცემდა ხმას ნიკა მელიასთვის დეპუტატის მანდატის დროებით შეჩერებას.
„არ ვარ საქართველოში, სტარსბურგში ვარ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე და ჩემი გამოცდილებით ყველაზე მძიმე და დამღლელი სესიაა, რაშიც კი მიმიღია მონაწილეობა (მიზეზები გასაგებია). მაგრამ ახლა სხვა რამის დაწერა მინდა: თბილისში სესიაზე რომ ვყოფილიყავი, აუცილებლად მივცემდი ხმას მელიასთვის მანდატის დროებით შეჩერებას და მეორე – სრულად ვუჭერ მხარს გიორგი გახარიას და ის არ უნდა გადადგეს! #სოლიდარობაჩემსგუნდს“, – წერს სოფიო ქაცარავა „ფეისბუქში“.
პარლამენტმა დღეს თანხმობა განაცხადა, პროკურატურამ სასამართლოს ნიკა მელიას დაპატიმრების შუამდგომლობით მიმართოს.