სოფიო ქაცარავა საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა
სოფიო ქაცარავა საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს, როზარია პულიზის შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, მხარეებმა ნატო-საქართველოს შორის არსებული მჭიდრო ურთიერთობები და თანამშრომლობის მზარდი დინამიკა განიხილეს, რომლის შენარჩუნება და გაძლიერება მნიშვნელოვანია ორივე მხარისთვის.

შეხვედრაზე ასევე, ისაუბრეს 2019 წელს დაგეგმილ მაღალი დონის ღონისძიებებზე.

„მიმდინარე წელი განსაკუთრებით დატვირთული იქნება ნატო-საქართველოს ურთიერთობების მხრივ, რაც ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ ფაქტს, რომ ალიანსი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ნატოში ინტეგრაციას“, – განაცხადა სოფიო ქაცარავამ.