სოფიო ქაცარავა - კანონის წინაშე ყველა თანასწორია, აგრესია და ძალადობა მიუღებელია
სოფიო ქაცარავა - კანონის წინაშე ყველა თანასწორია, აგრესია და ძალადობა მიუღებელია

კახეთში 16 დეკემბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს და შედეგებს უნდა დაველოდოთ, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავამ განაცხადა.

მისი თქმით, კანონის წინაშე ყველა თანასწორია, აგრესია და ძალადობა კი, ყველასთვის მიუღებელია.

„გამოძიება მიმდინარეობს და უნდა დაველოდოთ. თუმცა ინციდენტიდან გამომდინარე, რაც რამდენიმე დღის წინ მოხდა, პასუხი უნდა იყოს ის, რომ კანონთან ყველა თანასწორია და აგრესია და ძალადობა ყველასთვის მიუღებელია. პასუხი უნდა აგოს ყველამ, ვინც ძალადობაშია ეჭვმიტანილი“, – განაცხადა ქაცარავამ.

თელავში 16 დეკემბერს „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებმა საქართველოს პარლამენტის წევრებს, რომლებიც პრეზიდენტის ინაუგურაციიდან თბილისში ბრუნდებოდნენ, გზა გადაუღობეს, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ავტომობილი დაუზიანეს.