სოფია შაფათავამ ანტალიის ტურნირი მოგებით დაიწყო
სოფია შაფათავამ ანტალიის ტურნირი მოგებით დაიწყო

ქართველი ჩოგბურთელი სოფია შაფათავა ზედიზედ მესამე ტურნირს თამაშობს თურქეთის ქალაქ ანტალიაში.

ტურნირის საპრიზო ფონდი 15 ათას ევროს შეადგენს.

წინა ორი ტურნირისგან განსხვავებით, ამჯერად, შაფათავა მხოლოდ წყვილებში ცდის ძალებს.

აქ მისი პარტნიორია რუსი ალექსანდრა პოსპელოვა.

რუსულ-ქართულმა წყვილმა, რომელიც პირველ ნომრად არის განთესილი, უკვე ჩაატარა პირველი წრის შეხვედრა – 6:2, 6:4 მოუგო ჩეხ მაგდალენა პანტუჩკოვასა და ბულგარელ იულია სტამატოვას.

ამ მოგებამ შაფათავასა და პოსპელოვას მეოთხედფინალის საგზური მოუტანა.

ამ ეტაპზე მათი მეტოქეები – ბულგარელი გებრიელა მიჰაილოვა და რუსი ეკატერინა ოვჩარენკო იქნებიან.

შეხვედრა დღეს გაიმართება.