სოფელ ველისციხეში მოსახლეობის მასობრივი თერმოსკრინინგი და ტესტირება გრძელდება
სოფელ ველისციხეში მოსახლეობის მასობრივი თერმოსკრინინგი და ტესტირება გრძელდება

კახეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რივხვი 38-მდე გაიზარდა. ლაბორატორიულად „კოვიდ-19“ ლაგოდეხში მცხოვრებ ერთ პირს დაუდასტურდა,- ამის შესახებ კახეთში გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი შიოშვილმა განაცხადა. მისი ინფორმაციით, ეპიდემიოლოგების მიერ ინფიცირებულის კონტაქტები უკვე მოძიებულია და ყველა მათგანი თვითიზოლაციაში იმყოფება. ამასთან, შექმნილია მობილური ჯგუფები, რომლებიც ხალხმრავალ ადგილებზე მოსახლეობის თერმოსკრინინგს ატარებენ.

„სოფელ ველისციხეში, სადაც კორონავირუსის რამდენიმე შემთხვევა იყო დაფიქსირებული ახლა რთველი აქტიურ ფაზაშია, ყურძნის კრეფაზე მუშახელი დასავლეთ საქართველოდან ჩამოდის. ამიტომ ჩვენ პრვენციის მიზნით, იქაც დავიწყეთ ამ ადამიანების სწრაფი ტესტირება. ამ დრომდე საეჭვო სიმპტომები არც ერთ ადამიანს გამოვლენია“, -განაცხადა შიოშვილმა.

კახეთში კორონავირუსის გავრცელების დროული გამოვლენისა და პრევენციის მიზნით, სპეციალურად მოწყობილია სამი კარავი, ორი სოფელ მატანში და ერთი ველისციხეში, სადაც მოსახლეობის მასობრივი თერმოსკრინინგი და ტესტირება მიმდინარეობს.