სოფელ ვეჯინის ამბულატორიას კვერცხები ესროლეს
სოფელ ვეჯინის ამბულატორიას კვერცხები ესროლეს

სოფელ ვეჯინის სამედიცინო ამბულატორიას დაუდგენელმა პირებმა კვერცხები ესროლეს.

როგორც ამბულატორიის ექიმი ელმირა ბეციაშვილი აცხადებს, ფაქტი მაშინ მოხდა, როცა დაწესებულება დაკეტილი იყო.

„ათი თვის გახსნილია ამბულატორია და შვილივით მიყვარს ეს შენობა. საპირფარეშოს მხრიდან პატარა სარკმელი იყო ღია და იქიდანაა ნასროლი, მთლიანად დასვრილია კედელი“, – ამბობს ბეციაშვილი.

მისივე თქმით, ფაქტის გამო პოლიცია გამოიძახეს. პოლიციის წარმომადგენლებმა შემთხვევის ადგილი დაათვალიერეს.

დატოვე კომენტარი