ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა გორაში საჯარო სკოლა გაქურდეს.
დაუდგენელმა პირებმა სკოლიდან რკინის რადიატორები მოიპარეს.
როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაიწყო.
ქურდობა ვანში გუშინ მოხდა.