სოფელ შილდაში უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ყურძნის გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნა

17:06, 28.08.2018

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ყურძნის გადამამუშავებელი საწარმო – „აგრიდა“ გაიხსნა.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, საწარმო 1 200 ტონა ყურძენს გადაამუშავებს და პროდუქციის რეალიზაციას საქართველოს გარეთაც გეგმავთ.

ახალი საწარმოს მშენებლობისთვის 3,5 მილიონი ლარი დაიხარჯა. საწარმოში 25 ადგილობრივი დასაქმდა.

 

მსგავსი