სოფელ შილდაში გაუჩინარებული არასრულწლოვანი გოგონა თბილისში იპოვეს
სოფელ შილდაში გაუჩინარებული არასრულწლოვანი გოგონა თბილისში იპოვეს

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში გაუჩინარებული არასრულწლოვანი გოგონა იპოვეს.

შილდის საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლის კვალს პოლიციამ თბილისში, მისი მეგობრის საცხოვრებელ სახლში მიაკვლია.

ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს შს სამინისტროს პრესსამსახურში დაუდასტურეს.

„გოგონა ცოცხალია და კარგადაა. არასრულწლოვანთან დაკავშირებით გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე სხვას ვერაფერს გეტყვით“, – განაცხადეს შს სამინისტროს პრესამსახურში.

გოგონა გუშინ კლასის დამრიგებელს ბოლო გაკვეთილებიდან დაეთხოვა და მას შემდეგ, რაც ის სახლში არ გამოჩნდა, ოჯახმა ძებნა დაიწყო. არსებული ინფორმაციით, 15 წლის გოგონა ბოლოს თბილისის მიმართულების მიკროავტობუსში ნახეს.