სოფელ შავშვებთან ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა

15:16, 03.08.2020

სოფელ შავშვებთან ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა.

დაშავებულები კლინიკა „გორმედში“ გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.

მსგავსი