ოკუპირებულ სოფელ საბერიოში მცხოვრები 28 პირიდან, რომლებსაც კორონავირუსი დაუდასტურდათ, 22 ენგურჰესის თანამშრომელია
ოკუპირებულ სოფელ საბერიოში მცხოვრები 28 პირიდან, რომლებსაც კორონავირუსი დაუდასტურდათ, 22 ენგურჰესის თანამშრომელია

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელის, მალხაზ თორიას ინფორმაციით, გალის რაიონის სოფელ საბერიოში მცხოვრები 28 პირიდან, რომლებსაც კორონავირუსი დაუდასტურდათ, 22 ენგურჰესის თანამშრომელია.

ამასთან, როგორც მალხაზ თორიამ განაცხადა, ამჟამად, რუხის საავადმყოფოში 56 კოვიდინფიცირებული მკურნალობს.

„სულ გაიტესტა 717 მოქალაქე, მათგან კორონავირუსი დაუდასტურდა 28 მოქალაქეს. ესენი არიან საბერიოში მაცხოვრებლები. 28 პირიდან 22 არის ენგურჰესის თანამშრომელი. ისინი მუშაობენ საბერიოს ქვესადგურში და მათ კონტაქტი სამეგრელოსთან შეხება არ ჰქონიათ. ამჟამად, ეს ადამიანები ოკუპირებულ ტერიტორიაზე, გალის რაიონ სოფელ საბერიოში იმყოფებიან. ინფიცირებული პირები საქართველოში არსებულ სპეციალიზირებულ საავადმყოფოებში გადანაწილდებიან. დღეის მდგომარეობით, რუხის კლინიკაში განთავსებულია 56 კოვიდინფიცირებული პაციენტი“, – განაცხადა მალხაზ თორიამ.