სოფელ ორჯაში, XVI საუკუნის ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა
სოფელ ორჯაში, XVI საუკუნის ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ორჯაში მდებარე XVI საუკუნის ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ინფორმაცია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე გავრცელდა.

ძეგლის ანოტაციაში აღნიშნულია, რომ ეკლესია დგას მინდორზე, მდინარის მარჯვენა ნაპირზე. სტილისტური ნიშნებით აგებულია მე-16 საუკუნის 70-იან წლებამდე, სანამ მესხეთს თურქები დაიპყრობდნენ.