სოფელ მუშევანიდან კორონავირუსით ინფიცირებული ორი პირი სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს
სოფელ მუშევანიდან კორონავირუსით ინფიცირებული ორი პირი სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს

სასწრაფო სამედიცინო დახმარებია ბრიგადამ ორი პირი რომელსაც კორონავირუსი დღეს დაუდგინდა სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანა.

მათი ინფექციის წყარო ცნობილია და ისინი სოფელში ამ დრომდე დადასტურებული შემთხვევების კონტაქტები არიან.

ასევე სოფელში იმყოფებოდნენ ქალაქის მერი და მაჟორიტარი დეპუტატი. სოფელ მუშევანში ეპიდკვლევას აგრძელებდნენ მედიკოსებიც.

„ორი ინფიცირებულის გადაყვანა მოხდა სოფელ მუშევანიდან რამდენიმე წუთის წინ შესაბამის სამკურნალო დაწესებულებაში, ერთ-ერთ ინფიცირებულს ჰქონდა საყოფაცხოვრებო პრობლემა, გარკვეული ოჯახური მეურნეობა აქვს და ვისთვის დაეტოვებინა გაურკვევლობაში იყო. ჩვენ, ადგილობრივ აქტივისტებთან ერთად დავეხმარეთ ამ პრობლემის მოგვარებაში, ოჯახში მოვუძებნეთ ადამიანი, რომელიც ყურადღებას მიაქცევს მის მეურნეობას. ასევე შევხვდით რამდენიმე ადამიანს, რათა ნაცხების აღების პროცედურა ინტენსიურად გაგრძელდეს. ჩვენს საექიმო ჯგუფებს მიეცეთ შეუფერხებელი მუშაობის საშუალება, რათა სრული სურათი გვქონდეს ამ სოფელში ინფიცირებული ადამიანების რაოდენობის შესახებ. პრაქტიკულად წინააღმდეგობა არ შეგვხვედრია. მე ვფიქრობ, რომ ჩვენმა ინტენსიურმა მუშაობამ შედეგი გამოიღო და სოფელში არის ადეკვატური განწყობები. ჩვენს მიერ ურთიერთობაში მყოფი ყველა ადამიანი თანახმაა, ჩააბაროს ნაცხის ანალიზი და დაგვეხმაროს, რათა თავისი ახლობლები, მეზობლები, მეგობრები ჩართულები იყვნენ ამ პროცესში“, – განაცხადა ბოლნისის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გოგი მეშველიანმა.