სოფლებში მატანში, ზოტში, ჩხაკაურასა და ქიწნისში პირველ ოქტომბრამდე სწავლა დისტანციურ რეჟიმში განხორციელდება
სოფლებში მატანში, ზოტში, ჩხაკაურასა და ქიწნისში პირველ ოქტომბრამდე სწავლა დისტანციურ რეჟიმში განხორციელდება

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოტსა და ჩხაკაურაში, ასევე გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქიწნისში პირველ ოქტომბრამდე სწავლა დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება.

ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნულ სოფლებთან მოეწყო საკონტროლო პუნქტები. კერძოდ, აღნიშნულ მუნიციპალიტეტში ყველა შემსვლელი და გამსვლელი დაექვემდებარება ტესტირებას და თერმოსკრინინგს.

დატოვე კომენტარი