სოფელ მარტყოფში რეაბილიტირებული სკოლა აშშ-ის მთავრობის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ახლად დანიშნულმა დირექტორმა გახსნა
სოფელ მარტყოფში რეაბილიტირებული სკოლა აშშ-ის მთავრობის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ახლად დანიშნულმა დირექტორმა გახსნა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფში ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ სრულად რეაბილიტირებული მე-2 საჯარო სკოლა საზეიმოდ გაიხსნა.

სკოლა აშშ-ის მთავრობის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ახლად დანიშნულმა აღმასრულებელმა დირექტორმა, ტრამპის ადმინისტრაციის წევრმა, შონ ქეირნქროსმა გახსნა.

სკოლაში, სადაც 416 ბავშვი ისწავლის, სრულად განახლდა ინფრასტრუქტურა, მოეწყო თანამედროვე ლაბორატორია.

ფონდის საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის ფარგლებში, 2019 წელს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა 33 საჯარო სკოლას, საიდანაც 13 სკოლა სექტემბერში გაიხსნება. თითოეული სკოლა აღჭურვილია საბუნებისმეტყველო საგნების თანამედროვე ლაბორატორიით. საჯარო სკოლების რეაბილიტაციის პროექტისთვის ბიუჯეტი 54 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.