სოფელ კოკში სანდრა რულოვსსა და დავით ნარმანიას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა [ვიდეო]

20:46, 19.05.2019

სოფელ კოკში არჩევნების მიმდინარეობისას ზუგდიდის მერობის კანდიდატი გაერთიანებული ოპოზიციიდან სანდრა რულოვსი და თბილისის ყოფილი მერი დავით ნარმანია ერთმანეთს შეხვდნენ.

რულოვსსა და ნარმანიას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

„ერთი კვირაა აქ ვარ და ყველას ვეუბნები, არჩევნები ჩავატაროთ მშვიდობიანად. ბოდიში ამ სიტყვისთვის და, ვინ უყრიდა ცოცხებს ხალხს?!“,- განაცხადა ნარმანიამ.

სანდრა რულოვსის თქმით, ზუგდიდის საკრებულოს დეპუტატი გია დანელია, რომელიც გავრცელებულ ფარულ ჩანაწერში ფიგურირებდა, დღეს არჩევნებში ხმა მისცა და დაუსჯელი დადის.

„ამდენი დაუსჯელი ადამიანი დადის თქვენი მთავრობის პირობებში. თქვენი მერობისგან მაგალითს არ ავიღებ“, – მიმართა დავით ნარმანიას სანდრა რულოვსმა.

მსგავსი