სოფელ კასრისწყალში სკოლისა და საბავშვო ბაღის ინვენტარის დაზიანების ფაქტზე შსს-მ ერთი პირი დააკავა

13:08, 11.11.2018

კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებების შედეგად ახმეტის რაიონის სოფელ კასრისწყალში საჯარო სკოლისა და საბავშვო ბაღის კუთვნილი ინვენტარის დაზიანების ფაქტი გახსნეს. შსს-ს ინფორმაციით, პოლიციამ 1979 წელს დაბადებული ჯ.გ. დააკავა.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა ჯ.გ.-მ მიმდინარე წლის 10 ნოემბერს, ღამის საათებში, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ კასრისწყლის საჯარო სკოლაში უკანონოდ შეაღწია, სადაც სკოლის შენობაში განთავსებული საბავშვო ბაღისა და სკოლის ინვენტარი დააზიანა.

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება სხვისი ნივის ან ქონების დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს, სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით“,- აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

მსგავსი