სოფელ კასრისწყალში სკოლა და საბავშვო ბაღი გატეხეს
სოფელ კასრისწყალში სკოლა და საბავშვო ბაღი გატეხეს

გვიან ღამით ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ კასრისწყალში სკოლისა და საბავშვო ბაღის შენობა გატეხეს.

პირველი არხის ჟურნალისტის ინფორმაციით, დაუდგენელმა პირებმა კარის გატეხვით შიგნით შეღწევა მოახერხეს. გატეხილია სამასწავლებლოს კარიც.

როგორც სკოლის დირექტორმა გიორგი ბუღრიძემ პირველ არხს განუცხადა, დამტვრეულია სკოლის ინვენტარი და განადგურებულია სასწავლო მასალა.

„სკოლა და საბავშვო ბაღი ერთ შენობაშია. ესაა ვანდალიზმი, განადგურებულია ინვენტარი, მოპარულია თუ არა რამე, ჯერ ვერ გეტყვით, მაგრამ პრაქტიკულად ინვენტარი ისეთ დღეშია, მისი გამოყენება შეუძლებელია“,- ამბობს სკოლის დირექტორი.

მისივე თქმით, მომხდარის შესახებ პოლიციას უკვე შეატყობინა.