სოფელ ინგირში რესტორან „სამეფოდან“ 32 ათასი ლარი მოიპარეს
სოფელ ინგირში რესტორან „სამეფოდან“ 32 ათასი ლარი მოიპარეს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირში რესტორანი „სამეფო“ გაქურდეს. შემთხვევა ღამით მოხდა. ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა რესტორნიდან 32 ათასი ლარი წაიღეს. ბოროტმოქმედები რესტორანში ფანჯრიდან შევიდნენ და სეიფში შენახული თანხა წაიღეს.

როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს. შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.