სოფელ ჰერეთისკართან მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

11:53, 07.05.2019

სოფელ ჰერეთისკართან მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

„საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ132-კმ134 მონაკვეთზე მდინარე ალაზანზე წყლის დონემ დაიკლო და მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. აღნიშნულ მონაკვეთზე, უსაფრთხოების მიზნით, მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტი ორივე მიმართულებით მორიგეობით მოძრაობს“, – აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

შეგახსენებთ, რომ მდინარე ალაზნის ადიდების შედეგად, გზის სავალ ნაწილზე გადმოვიდა უხვი რაოდენობით წყალი, რის გამოც, აღნიშნულ მონაკვეთზე ამ დრომდე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალული იყო.

მსგავსი