სოფელ გუბში სახლი გაქურდეს
სოფელ გუბში სახლი გაქურდეს

სოფელ გუბში დაუდგენელმა პირებმა ერთი სახლი გაქურდეს, მეორეში კი, შესვლას ცდილობდნენ.

ადგილობრივების თქმით, წაღებულია თანხა, ტელევიზორი და ტანსაცმელი.

„ერთი ოჯახი გაქურდეს, მეორეში რომ შევიდნენ, მეზობელმა დაინახა და გაიქცნენ. ძალიან შეშინებულები ვართ,”- აცხადებენ ადგილობრივები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმე 177-ე მუხლით აღიძრა, რაც ქურდობას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.