სოფელ გრიგოლიშში, ბადრი ესებუას სახლში სამართალდამცველები მუშაობენ
სოფელ გრიგოლიშში, ბადრი ესებუას სახლში სამართალდამცველები მუშაობენ

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ გრიგოლიშში, ბადრი ესებუას სახლში სამართალდამცველები ჩხრეკის ოპერაციას ატარებენ.

პოლიციელებთან ერთად ადგილზე მობილიზებული არიან სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლებიც. სამართალდამცველები კომენტარს არ აკეთებენ.

გარდა ამისა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჩხრეკის ოპერაცია ჩატარდა ზუგდიდში, ზაქარაიას ქუჩაზე, ბადრი ესებუას ერთ-ერთი ნათესავის ოჯახში.

ამასთან, ცნობილია, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციაში 20:00 საათზე ბრიფინგი გაიმართება. სავარაუდოდ, უწყებაში განცხადება ზუგდიდში, „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმის საქმესთან დაკავშირებით გაკეთდება.