საქართველოში მიწისქვეშა ბიძგები განმეორდა
საქართველოში მიწისქვეშა ბიძგები განმეორდა

სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, თბილისის დროით 23:56 საათზე, საქართველოში მიწისქვეშა ბიძგები განმეორდა.

ეპიცენტრი კვლავ სოფელ ფარავანთან დაფიქსირდა.

ამჯერად მიწისძვრის სიმძლავრემ 3.4 მაგნიტუდა შეადგინა.

პირველი მიწისძვრა, რომლის ეპიცენტრიც ქალაქ წალკიდან სამხრეთ-დასავლეთით 24 კმ-ში, სოფელ ფარავანთან იყო, თბილისის დროით 23:21 საათზე მოხდა. მიწისძვრის სიმძლავრემ 3.6 მაგნიტუდა შეადგინა.