სოფელ დუისში მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობს
სოფელ დუისში მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობს

პანკისის ხეობის სოფელ დუისში, სპეცოპერაციისას გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობს.

აქციაზე იმყოფებიან თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი და ადგილობრივი მოსახლეობა.

სოლოდარობის აქციაში მონაწილეობის მისაღებად, ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძეც მონაწილეობს.

აქციის მონაწილეების მოთხოვნაა, გამოძიებული იქნეს მოკლული ახალგაზრდების საქმეები და დაისაჯონ დამნაშავეები

„ მე მომიკლეს შვილი და ვითხოვ გამოძიებას, სახელმწიფოსგან დანაშაულის აღიარებას და თემირლანის უდანაშაულოდ ცნობას“,- განუცხდა პირველ არხს მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

მაჩალიკაშვილი აცხადებს, რომ მთავრობის შეცვლა მათ ვერ გააჩერებს და მიმართავს ივანიშვილს,  უზრუნველჰყოს მოთხოვნების დაკმაყოფილება, წინააღმდეგ შემთხვევაში, პერმანენტული აქციების გამართვას თბილისში აპირებს.