სოფელ ბოდბისხევში, მეცხოველეობის ფერმაში ხანძარი გაჩნდა

11:15, 07.12.2020

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბისხევში ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი მილაშვილის მეცხოველეობის ფერმას გაუჩნდა და თითქმის მთლიანად დაიწვა.

ადგილზე მობილიზებული იყო რამდენიმე სახანრო-სამაშველო ბრიგადა, თუმცა ხანძრის მასშტაბებიდან გამომდინარე, ცეცხლის ლიკვიდაცია დროულად ვერ მოხდა. ხანძრის გაჩენის კონკრეტული მიზეზი უცნობია.

საქმეზე გამოძიება ნივთის დაზიანება ან განადგურების მუხლით მიმდინარეობს.

 

მსგავსი