სოფელ ახალაბასთუმანში სოფლის გზის რეაბილიტაციის მოთხოვნით ადგილობრივმა მოსახლეობამ აქცია გამართა
სოფელ ახალაბასთუმანში სოფლის გზის რეაბილიტაციის მოთხოვნით ადგილობრივმა მოსახლეობამ აქცია გამართა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალაბასთუმანში სოფლის გზის რეაბილიტაციის მოთხოვნით ადგილობრივმა მოსახლეობამ აქცია გამართა.

აქციის მონაწილეების თქმით, სოფელში არსებულმა ინერტული მასალების კარიერაზე მომუშავე მძიმეწონიანმა მანქანებმა სოფლის გზა გაანადგურეს. ამასთან მაშინ, როცა გაზიფიცირების სამუშაოები ხორციელდებოდა, სავალი გზის ნაწილი სამშენებლო კომპანიამ გადათხარა და ისე დატოვა.

„ხუთი წელია, ვითხოვთ გზის დაგებას. ზაფხულია და სუნთქვა შეუძლებელია. ბავშვები ვერ გაგვყავს გარეთ, მტვერში ვიხრჩობით და ვითხოვთ დახმარებას“, – განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.

აქციის მონაწილეებს სოფლის რწმუნებული შეხვდა და დაპირდა, რონ პრობლემა უახლოეს მომავალში მოგვარდება.