სოფელ ახალ ხიბულაში ამბულატორიის რეაბილიტაცია დასრულდა
სოფელ ახალ ხიბულაში ამბულატორიის რეაბილიტაცია დასრულდა

ხობის მუნიციპალიტეტის ახალი ხიბულის ადმინისტრაციულ ერთეულში ამბულატორიის რეაბილიტაცია დასრულდა.

ამბულატორიის რეაბილიტაციის საკითხი „ღია შეხვედრების“ ფარგლებში ადგილობრივ მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე დაისვა.

ამბულატორიაში შეიცვალა კარ-ფანჯრები, მოწესრიგდა ელექტროგაყვანილობა, წყლისა და კანალიზაციის სისტემები, ასევე,  გარემონტდა ჭერი, იატაკი და კედლები, მოეწყო პანდუსი.

სამუშაოზე ადგილობრივი მოსახლეობა იყო დასაქმებული. ამბულატორიის რეაბილიტაციაზე 23 000 ლარი დაიხარჯა.

რეგიონის მუნიციპალიტეტების სოფლებში არსებული პრობლემების გაცნობისა და მოგვარებისთვის შეხვედრები ადგილობრივ მოსახლეობასთან აქტიურად 4 თვეა, მიმდინარეობს. შეხვედრებში მონაწილეობას ცენტრალური, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იღებენ.

რეგიონის სამედიცინო ამბულატორიების პრობლემებზე „ მოამბემ” არაერთი რეპორტაჟი მოამზადა.