სოციოლოგიური კვლევით, უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებამდე სამი დღით ადრე ვლადიმირ ზელენკსი ლიდერობს
სოციოლოგიური კვლევის მიხედვით, უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებამდე სამი დღით ადრე ვლადიმირ ზელენკსი ლიდერობს.
სოციოლოგიურ ჯგუფ „რეიტინგის“ მონაცემებით, კომიკოსისა და შოუმენის კანდიდატურას მხარს ამომრჩეველთა 27,7 პროცენტი უჭერს. მეორე ადგილზე არის პარტია „ბატკივშინას“ ლიდერი იულია ტიმოშენკო 16,6%-ით, ხოლო მესამეა უკრაინის მოქმედი პრეზიდენტი 16,4 პროცენტით.
აღნიშნული მონაცემებით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ერთმანეთს ზელენსკი და ტიმოშენკო დაუპირისპირდებიან. ამასთან, სოციოლოგიურ ჯგუფ „რეიტინგის“ მკვლევრები აცხადებენ, რომ ამომრჩეველთა რაოდენობა, რომელიც ჯერ კიდევ ვერ ჩამოყალიბდა, თუ ვის მისცემს ხმას, საკმაოდ ბევრია.
უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები 31 მარტს გაიმართება.