სოციოლოგიური კვლევის თანახმად, პოლონელების 47 პროცენტი მიიჩნევს, რომ დონალდ ტუსკის კოალიცია ხელისუფლებაში კიდევ ერთი ვადით ყოფნას არ იმსახურებს

16:49, 18.08.2026

პოლონელების 47%-ზე მეტი მიიჩნევს, რომ დონალდ ტუსკის მმართველი კოალიცია ხელისუფლებაში ყოფნის კიდევ ერთ ვადას არ იმსახურებს. ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს.

UCE Research-ის გამოკითხვის შედეგების მიხედვით, შეკითხვაზე, იმსახურებდა თუ არა მმართველი „სამოქალაქო კოალიცია“ კიდევ ერთ შანსს, რესპონდენტების 47.4%-მა უარყოფითი პასუხი გასცა, 16%-მა განაცხადა – „სავარაუდოდ“ კი.

ტუსკის გუნდის მიმართ დადებითი პოზიცია კი გამოკითხულთა 31.4%-მა დააფიქსირა.

ამასთან, აგვისტოში ჩატარებულმა კიდევ ერთმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ პოლონელების თითქმის 60% ტუსკის მთავრობის მიმართ კრიტიკულად არის განწყობილი.

საზოგადოებრივი აზრის კვლევა 14-დან 16 აგვისტომდე ჩატარდა და სულ 1 011 რესპონდენტი გამოიკითხა.

მსგავსი