სოციოლოგიური გამოკითხვა – ფრიდრიხ მერცის მოწონების რეიტინგმა რეკორდულად დაბალ ნიშნულს მიაღწია, მაშინ როდესაც ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ სულ უფრო მეტ მხარდაჭერას იძენს
გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცის მოწონების რეიტინგმა რეკორდულად დაბალ ნიშნულს მიაღწია, მაშინ როდესაც ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) გერმანელებში სულ უფრო მეტ მხარდაჭერას იძენს, – ამის შესახებ გერმანული გამოცემა „ბილდი“ კვლევით ინსტიტუტ INSA-ს გამოკითხვაზე დაყრდნობით წერს.
გამოკითხვის თანახმად, მერცის მოწონების რეიტინგი მხოლოდ 13%-ია, მაშინ როდესაც 2026 წლის იანვარში ეს მაჩვენებელი 24%-ს შეადგენდა.
გარდა ამისა, გამოკითხულთა 60%-მა განაცხადა, რომ მათი პირადი მდგომარეობა მერცის მთავრობის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გაუარესდა. გამოკითხულთა მხოლოდ 6%-მა თქვა, რომ მათი მდგომარეობა გაუმჯობესდა მერცის მთავრობის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ხოლო კიდევ 29%-მა თქვა, რომ ის იგივე დარჩა.
გამოკითხვის თანახმად, ულტრამემარჯვენე პარტიის, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მოწონების რეიტინგი 29%-ს შეადგენს. ამავდროულად, შემცირდა მმართველი CDU/CSU და SPD კოალიციის მოწონების რეიტინგი. გერმანელების მხოლოდ 19% უჭერს მხარს მმართველ კოალიციას.
INSA-მ გამოკითხვა 5-6 ნოემბერს ჩაატარა. სულ გამოიკითხა 1 004 ადამიანი. ცდომილების ზღვარი 2.9%-ს შეადგენს.