სოციალური ქსელი „ლინკედინი“ ჩინეთში აღარ იმუშავებს
სოციალური ქსელი „ლინკედინი“ ჩინეთში აღარ იმუშავებს

სოციალური ქსელი „ლინკედინი“ ჩინეთში აღარ იმუშავებს. შესაბამისი გადაწყვეტილება კომპანია „მაიკროსოფტმა“ მიიღო და მიზეზად ჩინეთის ხელისუფლების მიერ დაწესებული მკაცრი მოთხოვნები დაასახელა.

ამასთან, „მაიკროსოფტში“ განაცხადეს, რომ უახლოეს ხანში ჩინეთში სხვა სოციალურ ქსელს, „ინჯობსს“ აამოქმედებს, რომელიც „ლინკედინის“ მსგავსად იმუშავებს, თუმცა ამ ქსელში საჯაროდ ჩანაწერების გავრცელება და გაზიარება შეუძლებელი იქნება.

ლინკედინი“ იყო ერთადერთი დასავლური სოციალური ქსელი, რომელიც ჩინეთში 2014 წლიდან მოქმედებდა.

ჩინეთში „ლინკედინის“ დახურვას წინ უძღოდა რამდენიმე ცნობილი ჟურნალისტის ანგარიშის დაბლოკვა. მათ შორის იყო მელისა ჩანი და გრეგ ბრუნო, რომლებიც ჩინეთის ხელისუფლებისთვის მიუღებელი შინაარსის სტატიებს ავრცელებდნენ. „ლინკედინზე“ მათი ანგარიშების დაბლოკვის გამო, ჟურნალისტებმა სოციალური ქსელის მესვეურებს ჩინეთის მთავრობის მოთხოვნით მოქმედებაში დასდეს ბრალი.