სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, სადაც ჩანს, რომ გიორგი გახარიას აეროპორტში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და კვერცხები ესროლეს

პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას აეროპორტში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და კვერცხები ესროლეს.

აღნიშნულის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა. გიორგი გახარიას უპრინციპო, აგენტი და მოღალატე უწოდეს.

ამასთან, აეროპორტში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“, სადაც აღნიშნულია, რომ „მიუნხენის კონფერენციიდან დაბრუნებისას გიორგი გახარიას და ელგუჯა ხოკრიშვილს აეროპორტში ივანიშვილმა დაახვედრა ორგანიზებული „ზონდერ-ჯგუფი“, რომელსაც უმოქმედობით ხელი შეუწყო პოლიციამ“.