სოციალურ ქსელებში ბელარუსელი ყოფილი სამხედროებისა და სპეცრაზმელების ვიდეოები ვრცელდება, რომლებიც უნიფორმას ნაგვის ურნაში ყრიან
სოციალურ ქსელებში ბელარუსელი ყოფილი სამხედროებისა და სპეცრაზმელების ვიდეოები ვრცელდება, რომლებიც უნიფორმას ნაგვის ურნაში ყრიან

სოციალურ ქსელებში ბელარუსელი ყოფილი სამხედროებისა და სპეცრაზმელების ვიდეოები ვრცელდება, სადაც ისინი უნიფორმას ნაგვის ურნაში აგდებენ. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

ერთ-ერთ გავრცელებულ ვიდეოში ყოფილი სამხედრო აცხადებს, რომ მას სცხვენია იმ ზღვარგადასულობის გამო, რაც ძალოვანი უწყებებიდან მოდის და ფორმას ვეღარ შეინახავს.

 

View this post on Instagram

 

A post shared by НЕЗАВИСИМОЕ СМИ Беларуси 🇧🇾 (@incident_belarus) on

კიდევ ერთ ვიდეოში არტემ ნოვიცკი ამბობს, რომ მინსკში განვითარებული მოვლენების შემხედვარეს, არ შეუძლია ფორმის სახლში შენახვა და მას ურნაში აგდებს.

 

View this post on Instagram

 

A post shared by Евгений Новицкий (@novitski_evgen) on

კიდევ ერთი ყოფილი სამხედრო კი აცხადებს, რომ ბელარუსში სპეცრაზმის საძმო აღარ არსებობს და ქვეყანაში განვითარებული მოვლენები სირცხვილია.

 

View this post on Instagram

 

A post shared by НЕЗАВИСИМОЕ СМИ Беларуси 🇧🇾 (@incident_belarus) on