Socca ევროპის ჩემპიონატი | ნიდერლანდები ტურნირიდან მოიხსნა, საქართველოს ნაკრები მერვედფინალშია #1TVSPORT
საქართველოს მასტერლიგის ნაკრებს Socca ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩი ნიდერლანდებთან უნდა გაემართა, მაგრამ მეტოქე გათამაშებიდან მოიხსნა.
საქართველოს მასტერლიგის ნაკრებმა პირველი ორი შეხვედრა ფრედ დაასრულა – საფრანგეთთან 2:2 და საბერძნეთთან 0:0. ნიდერლანდებთან კი ტექნიკური გამარჯვება 3:0 ჩაეთვალა და გუნდი Socca ევროპის ჩემპიონატის 1/8-ფინალშია.
ჩვენი მეტოქე პლეიოფში პოლონეთი იქნება, მატჩი 23 მაისს თბილისის დროით 15:15 საათზე გაიმართება.