სლუცკიმ კვარაცხელიას მომავალზე ისაუბრა - ის და დავითაშვილი „რუბინში“ მოემზადებიან #1TVSPORT
ყაზანის „რუბინის“ მთავარმა მწვრთნელი ლეონიდ სლუცკი საქართველოს ნაკრების თავდამსხმელს, ხვიჩა კვარაცხელის გუნდში დაბრუნებას ელოდება, რომელიც ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაში ყაზანური კლუბის დატოვებას აპირებს.
„მოგვიანებით შემოგვიერთდებიან ის ფეხბურთელები, რომლებიც ან ახლა არიან ეროვნული ნაკრებში ან იყვნენ – მაგალითად, ურემოვიჩი, სამოშნიკოვი. მთელი გუნდი 20 ივნისამდე შეიკრიბება. დღეს შემადგენლობის 90 პროცენტი შეიკრიბა და რა თქმა უნდა, ვარჯიში ყველამ დაიწყო.
გვაქვს მომზადების სრული გეგმა, სპარინგის თარიღები და მეტოქეების ვინაობა. პირველი კვირა ყველაზე რთულია, რადგან ორჯერადი ვარჯიშები გვექნება. ველოდებით თუ არა ხვიჩა კვარაცხელიას? დიახ, რა თქმა უნდა“, – განაცხადა სლუცკიმ.
ყაზანური კლუბის პრესსამსახურმა აღნიშნა, რომ კვარაცხელიასთან ერთად, გუნდს უახლოეს მომავალში ზურიკო დავითაშვილიც დაუბრუნდება, რომელსაც ვოლგოგრადის „როტორთან“ საიჯარო ხელშეკრულება დაუსრულდა.