სლოვენიის საგარეო უწყება – სლოვენია მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას

17:39, 08.08.2018

რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიიდან 10 წლისთავს სლოვენიის საგარეო უწყება Twitter-ით გამოეხმაურა.

„10 წელი გავიდა რუსეთისა და საქართველოს კონფლიქტიდან. სლოვენია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და მომხრეა კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების“, – ნათქვამია სლოვენიის საგარეო უწყების განცხადებაში.

მსგავსი