სლოვენიის საგარეო უწყება – სლოვენია აგრძელებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევ და მტკიცე მხარდაჭერას
სლოვენიის საგარეო საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის მე-12 წლისთავს ეხმაურება.
„სლოვენია აგრძელებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევ და მტკიცე მხარდაჭერას და საქართველოსა და რუსეთს შორის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას. პარტნიორობა და თანამშრომლობა სლოვენიასა და საქართველოს შორის გააგრძელებს გაფართოებას.“
#Slovenia continues to be strong in its unwavering support for sovereignty&territorial integrity of #Georgia and for peaceful resolution of the conflict between Georgia and Russia. Partnership and cooperation between Slovenia 🇸🇮 and Georgia 🇬🇪 will continue to grow. @govSlovenia
— SLOVENIAN MFA (@MZZRS) August 7, 2020