სლოვენიის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
სლოვენიის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა

სლოვენიის პრემიერ-მინისტრი გადადგა. მარიან შარეცმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადებით პარლამენტს მიმართა.

როგორც მარიან შარეცი ამბობს, მას ვადამდელი არჩევნების ჩატარება სურს, რადგან „მისი მთავრობა მნიშვნელოვანი კანონების მიღებას ვერ ახერხებს“.

„ამ კოლიციის პირობებში და პარლამენტში არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, მე ვერ გავამართლებ ხალხის ნდობას. ვფიქრობ, ეს მხოლოდ არჩევნების შემდეგ იქნება შესაძლებელი“, – განაცხადა სლოვენიის პრემიერ-მინისტრმა.

მარიან შარეცის მინისტრთა კაბინეტი პარლამენტმა 2018 წლის ნოემბერში დაამტკიცა. 42 წლის შარეცი მსახიობი და კომიკოსია. ის სლოვენიის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ მინისტრია.